“ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა” – მღებრიშვილის თქმით, “აღიარება” საოკუპაციო რეჟიმმა აიძულა

ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული ხვიჩა მღებრიშვილის განცხადებით, ღამურების გატაცების მცდელობა, რომელსაც მას საოკუპაციო რეჟიმი ადანაშაულებდა, სისულელეა და ამის “აღიარება” დაავალეს.

„არცევში მივდიოდი, ტელეფონზე მისმენდნენ, მელოდებოდნენ. სანამ შევიდოდი, დაახლოებით 100 მეტრში დამიჭირეს და ცხინვალში წამიყვანეს. კარგად მექცეოდნენ, პრობლემა არ მქონია. ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა. საიდანღაც რაღაც მოაგონდათ. რა ლაბორატორია, ინგლისური არ ვიცი, რა ამერიკელები. საჭირო იყო და ასე გააკეთეო და  გავაკეთე. სხვა ვარიანტი არ იყო“, – აცხადებს ხვიჩა მღებრიშვილი.