ღარიბაშვილს საქართველო საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარს! – ოცნების დეპუტატი

ქართული ოცნების დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ირაკლი ღარიაბაშვილის პრემიერად დასახელებას ეხმაურება და ირწმუნება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველო სიცოცხლეზე მეტად უყვარს.

“ირაკლი ღარიბაშვილი არის პრინციპულიც და ამავე დროს გამაერთიანებელი ჩვენი ხალხისთვის. თვით ურადიკალურეს ოპოზიციაშიც ვერ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც იოტის ოდენა ეჭვი შეიძლება ეპარებოდეს ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რამეში – ირაკლი ღარიბაშვილს საქართველო საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარს!

ირაკლი ღარიბაშვილი არის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უდიდესი ძალა – ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი და ნატოსთან ყველაზე მჭიდრო ურთიერთობის სტადიაზე ქართული თავდაცვის გადამყვანი!” – წერს თამარ ტალიაშვილი Facebook–ზე.