ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებები განახლდა

სომხეთის პრემიერმინისტრის, პაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა წამოიწყო. აზერბაიჯანის მხარე აცხადებს, რომ ეს პასუხი იყო დაბომბვაზე, რომელსაც მოქალაქეები შეეწირნენ. BBC-ის ინფორმაციით, ჩამოდგებულია მინიმუმ ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი.

სომეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ პაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიაზე საჰაერო და საარტილერიო თავდასხმა წამოიწყო.  აზერბაიჯანული მხარე კი ამტკიცებს, რომ მათი ქმედება საპასუხო გზავნილია სომხეთის შეტევაზე.

“მყარად დავდგეთ ჩვენს პოზიციაზე, ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდხანს სიცოცხლე სომხურ ჯარს” – დაწერა პრემიერმინისტრმა პაშინიანმა  სოციალურ ქსელში.

2020 წლის ივლისში კონფლიქტმა სხვა ადგილას, საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე იფეთქა და მინიმუმ 16 ადამიანი დაიღუპა, რასაც ბაქოში დიდი აქცია მოჰყვა