ყველაზე ადრე მოსალოდნელია ფაიზერის ვაქცინის შემოტანა – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში პირველად ფაიზერის ვაქცინა შემოვა, მალევე კი მას ასტრაზენეკა შეცვლის.

“ახლა ყველაზე ადრე მოსალოდნელია ფაიზერის ვაქცინის შემოტანა პირველ კვარტალში და ამაზე მიდის მუშაობა კოვაქს პლატფორმასთან. ასევე, მიდის მუშაობა ასტრაზენეკას შემოტანაზეც. ეს ორი იქნება ერთმანეთთან ძალიან ახლოს. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ვაქცინაცია ასტრაზენეკამდე ფაიზერის ვაქცინით და შემდეგ შევცვალოთ”,– თქვა თამარ გაბინიამ.

მისივე განცხადებით, მოსალოდნელი არ არის, რომ საქართველოს ვაქცინების ჩანაცლებასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნას.

მანვე აღნიშნა, რომ მთავარი პირობა იმისთვის, რომ გეგმაში ვაქცინა მოხვდეს, ეს მისი ავტორიზაციის სტატუსია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ან უნდა აღიაროს მაღალი სანდოობის მარეგულირებელმა.