ყველაფერს გავაკეთებთ დეესკალაციისთვის – ნიკა მელია

“ყველაფერს გავაკეთებთ დეესკალაციისთვის, ოპოზიცია მოწადინებულია დიალოგისთვის” – ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციას აქვს დიალოგის სურვილი და ყველაფერს გააკეთებს პროცესის დეესკალაციისთვის.

“ჩვენ, ოპოზიციია და მე ოპოზიციის სახელით შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ პროცესის დეესკალაციას. მზად ვართ დიალოგისთვის. ჩვენი პარტნიორების, ლიეტუვას და არამხოლოდ მათი ჩართულობით, ბუნებრივია იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაში მაინც ხელისუფლება რეალობას შეაფასებს ადეკვატურად. რაც მთავარია, ოპოზიციას როგორც ჰქონდა სურვილი, რომ ვითარება აქამდე არ მისულიყო, ისეთივე მოწადინებულია დილოგისთვის. ოღონდ დიალოგი ბუნებრივია, უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და არა დიალოგი დიალოგისთვის”,-  განაცხადა მელიამ.