ყოყმანის შემდეგ იაპონია საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში 30 დღიან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. ეს ბრძანება ძალაში 7 აპრილს შევა.

გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებას აძლევს საშუალებას მოსახლეობას სახლში დარჩენა მოსთხოვოს და დახუროს სკოლები და სასწავლო დაწესებულებები. იაპონიის კონსტიტუცია, რომელიც სამოქალაქო უფლებების ფართო სპექტრს მოიცავს, არ აძლევს ცენტრალურ ხელისუფლებას შესაძლებლობას სავალდებულო კარანტინი გამოაცხადოს.

პრემიერ-მინისტრმა, ასევე გამოაცხადა, რომ 900 მილიარდის ოდენობის ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტის კანონს მიიღებს, რათა კოვიდ-19-ის ეკონომიკური ეფექტი შეამსუბუქოს. ამ თანხიდა 55 მილიარდი მოქალაქეებს პირდაპირი დახმარების სახით გადაეცემათ.

ამ დრომდე იაპონიის პრემიერ-მინისტრი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე ყოყმანობდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ტოკიოში, ერთ დღეში, 5 აპრილს, 145 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მთავრობამ ამ ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა.

ამ დროისთვის იაპონიაში კორონავირუსის 3500 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცავალა 70 ადამიანი.

წყარო: ამერიკის ხმა