შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი, ნუ ჩავეჭიდებით თანამდებობებს, საქმე აკეთონ პროფესიონალებმა – კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი

“შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი ნუ ჩავეჭიდებით თანამდებობებს საქმე აკეთონ პროფესიონალებმა “-  – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტმა ვილი პაჭკორიამ განაცხადა.

„მან შეიძლება თავისი სფეროს, სტომატოლოგია იცის და მიხედოს. მოგმართავთ, ქალბატონო ეკა, მიხედეთ, სტომატოლოგიას, შეეშვით ამხელა რანგს, სადაც დიდი გამოცდილებაა საჭირო. ჩვენ ვღუპავთ ადამიანებს. ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის 30-40 კაცის სიკვდილი და კიდევ რამდენი რისკი თვეების მანძილზე, ეს ერს გაანადგურებს. შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი. რად გვინდა? სჯობს, საქმე აკეთონ პროფესიონალებმა, ნუ ჩავეჭიდებით თანამდებობებს. არ არის ეს სასურველი! საჭიროა მაღალი პროფესიონალიზმი. თუ საჭირო გახდა ვთხოვოთ ჩვენს კოლეგებს, ნუ დავკომპლექსდებით, მოვიწვიოთ ჩვენი კოლეგები, რომლებიც უცხოეთში მუშაობენ“, – განაცხადა პაჭკორიამ.