შარლიზ ტერონმა პანდემიით და ძალადობით დაზარალებულთათვის მილიონი დოლარი გაიღო

მსახიობმა შარლიზ ტერონმა კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანა და საქველმოქმედო ორგანიზაციების მილიონი დოლარი შესწირა.

პანდემიის პერიოდში ბევრი ვარსკვლავი ცდილობს გაჭირვებულებს დაეხმაროს და თანხებს არ ზოგავს. შარლიზ ტერონის ფონდმა –   The Charlize Theron Africa Outreach Project– 500 000 დოლარი გადურიცხა პანდემიის დროს მომატებული ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების და ორგანიზაცია Together for Her–ის ღონისძიებების დასაფინანსებლად.

ამასთან, ტეროონმა გადაწყვიტა დახმარება გაეწია როგორც აშშ–ში მოქმედი ორგანიზაციებისთვის, ასევე მისი მშობლიური ქვეყნის – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისთვის. დამატებითი თანხები გამოიყოფა საზღვარგარეთ მდებარე ორი პარტნიორი ორგანიზაციისთვის – ინდუსტრიის და გართობის ფონდი და ფონდი CARE.

“შარლიზი და ეს სამი ორგანიზაცია მოუწოდებენ სხვა გავლენიან ქალებს და ორგანიზაციებს შეუერთდნენ უმნიშვნელოვანეს საქმეს, რათა უზრუნველყონ უსაფრთხო ადგილების არსებობა და პროგრამები ქალების გადასარჩენად, ვისაც ეს სჭირდება“– ნათქვამია შარლიზ ტერონის ფონდის განცხადებაში.

მსახიობს ოჯახური ძალადობის პერსონალური გამოცდილება აქვს. მისი მამა 1991 წელს ალკოჰოლური თრობის ქვეშ შარლიზს და დადამისს იარაღით ემუქრებოდა. მათ საძინებელში დამალვა და კარის ჩაკეტვა მოუწიათ, რომლის შემტვრევასაც მთვრალი კაცი ცდილობდა.

“მან კარს სამჯერ ესროლა. საბედნიეროდ არცერთი ტყვია არ მოგვხვდა“ –ყვებოდა მოგვიანებით შარლიზი. იმ ღამეს დედამისმა ქმარი მოკლა.