შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულები სავარაუდო ზეწოლის მცდელობაზე საუბრობენ – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ლომჯარიამ თქვა, რომ მათი ნაწილი სავარაუდო ზემოქმედების მცდელობაზე საუბრობს, თუმცა დეტალებზე ამ დროისთვის არ ასაჯაროებს. მისი განმარტებით, ამ თემაზე საუბრის თანხმობა მათგან არ აქვს.

“[დაკავებულთა] უმრავლესობას არ გამოუთქვამს სახალხო დამცველის დახმარების სურვილი, რაიმე საკითხთან დაკავშირებით, თუმცა იყო ცალკეული შემთხვევები და ინფორმაცია, რაც მათ მოგვაწოდეს, რაც ჩვენთვის არის საინტერესო და გარემოებების შესწავლას. გარკვეულწილად ეხება სავარაუდო ზემოქმედების მცდელობას, რაზეც ბრალლდებულები საუბრობენ. ჩვენ არ გვაქვს თანხმობა მათგან, რომ საჯაროდ ვისაუბროთ ამის თაობაზე”,– აცხადებს ლომჯარია.

სახალხო დამცველის აპარატმა გენერალურ პროკურატურას გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების გაცნობის თხოვნით მიმართა.

პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში სახალხო დამცველთან ნებისმიერ თემაზე ითანამშრომლოს.