შედეგების სასამართლოში გასაჩივრებაზე განცხადების შემდეგ, ცესკო დაგვიკავშირდა – TI

“შედეგების სასამართლოში გასაჩივრებაზე განცხადების შემდეგ, ცესკო დაგვიკავშირდა”- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო-ს ცნობით, 42 უბნის შედეგების სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ, მათ ცესკოდან დაუკავშირდნენ და გასაჩივრებულ ოლქებზე ინფორმაციის მიწოდება თხოვეს. TI-ს ინფორმაციით, ცესკოს მიერ გამოგზავნილი წერილის მიხედვით, მათი ცალსახა პოზიციაა, რომ გადათვლებს მხარი დაუჭირონ.

“TI-მ”, ბუნებრივია, ცესკოს მიაწოდა ინფორმაცია იმ ოლქებზე, რომელთა უბნების ოქმებიც სასამართლოში გავასაჩივრეთ. ამასთანავე, ცესკოსთან კომუნიკაციის დროს განვაცხადეთ, რომ საკმარისი არ იქნება მხოლოდ იმ უბნების განხილვა, რომლებზეც ჩვენ სასამართლოებში ვდაობთ და ასევე, გულისყურით უნდა მოეკიდონ პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ საჩივრებს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

“თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიებმა ამ საჩივრების 95% არ დაგვიკმაყოფილეს და გადათვლას მხოლოდ 3 უბანზე დათანხმდნენ. ამის შემდეგ კი გასაჩივრების პროცესმა სასამართლოში გადაინაცვლა”, – განმარტავენ ორგანიზაციაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას და ხელახლა დათვლას სასამართლოს გზით გუშინ, 6 ნოემბერს მოითხოვა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამ უბნებზე განსაკუთრებულად პრობლემური შემთხვევები იყო.