ვინ ჩადებს ინვესტიციას საქართველოში, სადაც ბანკებს ასე ძარცვავენ – გიორგი ვაშაძე

შევარცხვინე ის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც ეს მძარცველი გაექცა, -ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

„შევარცხვინე ის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც ეს მძარცველი გაექცა. ნეტა საერთოდ ნამუსი თუ აქვს, რომ არ გადადგა. ხალხი რომ გადაარჩინეს, მერე დადევნების ოპერაცია უნდა ყოფილიყო. ორი დღე თუ ვერ იპოვეს, როდისღა იპოვიან, სადღა არის ეს კაცი, კაცმა არ იცის. სართოდ გონზე არ არიან, მაგრამ ფულის კეთებაზე არიან გადასულები, მეტი არაფერი აინტერესებთ.

რაზე ლაპარაკობენ საერთოდ, საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში არ მახსენდება ბანკის ძარცვის ისეთი შემთხვევა, რომელიც საქართველოში მოხდა. დიდი მადლობა, რომ მძევლები თავისუფლები და ჯანმრთელები არიან, მაგრამ ამ ადამიანის არდაკავება და ხელიდან გაშვება როგორ შეიძლებოდა. ეს ხომ გზავნილია კრიმინალებისთვის, მიდი აყაჩაღე რაც გინდა, ამიტომაა, რომ დააყაჩაღეს ზუგდიდში ბენზინგასამართო სადგური, ინკასატორი, მკვლელობა მოხდა ქუჩაში, წარმოგიდგენიათ როგორი გავეშებულია კრიმინალი? რა ეკონომიკაზე უნდა ვისაუბროთ, როცა ელემენტარული უსაფრთხოება არ არის ქვეყანაში. ვინ ჩადებს ინვესტიციას საქართველოში, სადაც ბანკებს ასე ძარცვავენ“,-განაცხადა ვაშაძემ.