შეზღუდვების არ ვეწინააღმდეგები, სასულიერო პირებს თითქმის არაფერი გვეზღუდება – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კარის და კუმურდოს ეპისკოპოსი, მეუფე ნიკოლოზი აბმბოს, რომ შეზღუდვების დაწესებას არ ეწინააღმდეგება, რადგან სასულიერო პირებს არაფერი ეზუღდებათ.

“ჯერჯერობით არაფერი მაქვს დასაჩივლელი. არაფერი მაქვს შეზღუდვების საწინააღმდეგო, იმიტომ რომ ჩვენ, სასულიერო პირებს თითქმის არაფერი გვეზღუდება, ვატარებთ.

ვისაც უნდა, მოდის ეკლესიაში. ვინც ერიდება, არ ვსჯით ამის გამო. პირბადეების ხმარებაც გამართლებულად მიმაჩნია და ხელების დაბანაც მით უმეტეს გამართლებულად მიმაჩნია. ყველაზე მძიმე სიტუაცია როცა იყო აღდგომის დღესასწაულზე, მაშინაც, მადლობა ღმერთს, ღვთის მადლით ჩატარდა ყველაფერი და დასაჩივლი არაფერი მაქვს”,– ამბობს მეუფე.

ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულების ზრდასთან ერთად, მთავრობა შეზღუდვების დაწესება დაიწყო. აიკრძალა ქელეხების, ქორწილების და სხვა ღონისძიებების ჩატარება. შეზღუდვა არ ეხება პოლიტიკურ აგიტაციას.