შეიძლება ვიფიქროთ გირჩი 2-ის გაკეთებაზე – ვახტანგ მეგრელიშვილი

“შეიძლება ვიფიქროთ გირჩი 2-ის გაკეთებაზე “-  “გირჩის” ერთ-ერთი წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ პარტიაში მომხდარი კონფლიქტის გამოყენება პოზიტიურადაც შეიძლება. მისი თქმით,  ერთი პლატფორმის შიგნით ფრაქციების შექმნას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან რუსთავი2-ის ეთერში ისაუბრა.

“შეიძლება ეს კონფლიქტი გამოვიყენოთ პოზიტიურად. შეიძლება დაშლაც კი ცივილურიც იყოს. შეიძლება ვიფიქროთ ფრაქციებზე ერთი პლატფორმის შიგნით, შეიძლება ვიფიქროთ გირჩი 2-ის გაკეთებაზე. მილიონი რამე შეიძლება ვიფიქროთ. ოღონდ ეს არის საუბრის თემა”, – აცხადებს მეგრელიშვილი.