შემიძლია გადავდგა კონკრეტული ნაბიჯები, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაცია შეჩერდეს – ბურჯანაძე

სამარცხვინოა, როდესაც შეხვედრებზე პრემიერ-მინისტრი უკანონო ბორდერიზაციას საერთოდ არ ახსენებს, ვითომ ეს ტერიტორია არ იყოს ჩვენი ნაწილი, – ამის შესეხებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც ნიქოზში რუსი ოკუპანტების მხრიდან განხორციელებულ უკანონო ბორდერიზაციაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვავიწყდება, რომ ინვესტიცია, ეკონომიკის განითარება და ზოგადად ქვეყანაში, მშვიდობა და უსაფრთხოებაც სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რომ კონფლიქტების ზონაში მინიმუმ არ იყოს ახალი გართულებები. შემდგომი ეტაპია ის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ მე და ჩემი თანაგუნდელები ვართ ის ძალა, რომლებიც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ვაყენებთ სწორედ უკანონო ბორდერიზაციის შეჩერებას, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და პარალელურ რეჟიმში ქვეყნის ეკონომიკაზე ზრუნვას. მხოლოდ მე შემიძლია, რომ ეს პრობლემა შევაჩერო, მხოლოდ მე მაქვს ძალა და გამოცდილება მესმოდეს, რომ ეს არ არის მეორეხარისხოვანი პრობლემა.

შემიძლია გადავდგა კონკრეტული ნაბიჯები, პირველ ეტაპზე, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაცია შეჩერდეს და შემდგომ ეტაპებზე ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ მავთულხლართები ქვეყნის ტერირტორიიდან აღებული იყოს. მე, ვპირდები საქართველოს მოსახლეობას, როგორც ყოველთვის იყო ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი არამარტო ეკონომიკური განვითარება, არამედ დიახ, ტერიტორიული პრობლემების მოგვარება, .ყოველთვის იქნება ჩემი მთავარი პირორიტეტი აღნიშნული საკითხები. არასდროს შემოვიფარგლები იმით, რომ გავაგებინო საერთაშორისო საზოგადოებას, რომ პრობლემა თურმე არსებობს, რომ ბორდერიზაცია გააქტიურდა. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლების მოქმედება ნულია, არამარტო ნული, არამედ, როცა 8 წლის განმავლობაში ნულოვანია ხელისუფლების რეაგირება ამაზე, ეს უკვე მინუსებში გადადის. დიახ, ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართილებით არაფრის მაქნისი და არაფრის გამკეთებელია. დიახ, სრული პასუხისმგებლობით ვაცდადებ, რომ ჩემი ძალით და გამოცდილებით მოგვარდება ეს პრობლემა“, – განაცხადა ბუჯანაძემ.