შესაძლოა ევროკავშირმა საქართველოს 60 მილიონი ევროს დახმარება შეუჩეროს

ევროპარლამენტმა, შესაძლოა, საქართველოს დაახლოებით 60 მილიონი ევროს დახმარება შეუჩეროს. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი ავრცელებს.

იოზვაკის თქმით, კრისტიან დანიელსონმა მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ მთავარ ევროპარლამენტარებს ინფორმაცია მიაწოდა.

“მათი განცხადება მოგვიანებით იქნება. როგორც ჩანს, ისინი მხარს დაუჭერენ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების შეჩერებას საქართველოსთვის. შემდეგი ტრანში ოქტომბერში 60 მილიონი ევროა, – წერს იოზვაკი.