შეუქმნის თუ არა “ლელო” კოალიციას ქართულ ოცნებას – სამუშიას განმარტება

დღეს 10-მა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც ისინი  ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ შექმნიან. დეკლარაციას ხელი არ მოაწერა პარტია ლელომ.

ლელოს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან სამუშიას მტკიცებით, ლელოს მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან კოალიციის შეკვრა გამორიცხულია.

სამუშიას თქმით, ყველაზე ნაკლები კითხვა ივანიშვილთან კოალიციის შექმნის თაობაზე სწორედ ლელოსთან უნდა ჰქონდეთ.

“არაერთხელ გვითქვამს, რომ ივანიშვილს კოალიციას არ შევუქმნით. თუ ვინმესთან არ უნდა ჰქონდეთ ამაზე პრეტენზია, ეს ლელოა. ამ ეტაპზე, ამის თქმა შემიძლია”, – განაცხადა სამუშიამ ფორმულასთან საუბრისასს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 31 ოქტომბერს გაიმართება.