“შორს შოთაძის სისხლიანი ხელები ამ ადამიანისგან” – თამაზაშვილი მიხელ რამიშვილზე

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ პროკურატურა, მისი შვილის მკვლელების ნაცვლად, ადვოკატებს ებრძვის. ის ირაკლი შოთაძეს მოუწოდებს, რომ რამიშვილის დაკავების შემთხვევაში, აქციებს დაიწყებს.

“ამ კაცმა თავიდანვე განაცხადა, გამომიგზავნეს, მაგრამ ამის ავთენტურობაზე პასუხისმგებელი არ ვარო. მიზანმიმართულად უნდათ რამიშვილის ჩამოშორება. იმდენად უსუსურია ჩვენი პროკურატურა, მკვლელების მაგივრად ადვოკატებს ებრძვის. მივმართავ შოთაძეს, შორს მისი სისხლიანი ხელები ამ ადამიანისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებს იმას, რასაც ელოდება. რადგან ჯერ აქციებს არ ვაანონსებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადავიღალე, გადავიფიქრე ან მეშინია”,- თეონა თამაზაშვილი.

შეგახსენებთ, რომბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს გუშინ, 21 სექტემბერს, პროკურატურამ მობილური ტელეფონი ჩამოართვა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ის დააკავონ.