შრომის ინსპექციამ სასტუმრო “ვინოტელი” დააჯარიმა

შრომის ინსპექციამ დააჯარიმა სასტუმრო, რომელშიც რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად იმყოფება.

ასევე, ობიექტს მიეცა გაფრთხილება, რომ მიმდინარე სოციალური ღონისძიების დაშლა მოხდეს.

„შრომის ინსპექციამ ზედამხედველობა განახორციელა და აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის დაჯარიმდა ობიექტი. რაც შეეხება პირების მიერ დარღვევას, შესაბამისი სამსახური მოახდენს შესაბამის რეაგირებას აღნიშნულ ქმედებაზე. აღნიშნულ ობიექტსაც მიეცა მკაცრი გაფრთხილება ღონისძიების დაშლასთან დაკავშირებით. თუ გამოვლინდება განმეორებით აღნიშნული ქმედების განხორციელება, ბუნებრივია, იქნება შესაბამისი რეაგირება და მასალები გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს“,- განაცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა.