შსს-მ გარყვნილი ქმედებისთვის არასრულწლოვანი დააკავა, მისი ცემისთვის 1 მამაკაცი

კახეთის პოლიციამ გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა, მასზე ძალადობის ბრალდებით კი სრულწლოვანი მამაკაცი.

შსს-ს ინფორმაციით, ძალადობის და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებულია 1989 წელს დაბადებული ბ.ქ. .

“გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა სხვა არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, რის შემდეგაც მას ძალადობისთვის ბრალდებულმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ყურის არეში დაზიანებები მიაყენა.

პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 117-ე მუხლებით აწარმოებს”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში