შსს-ს 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 11 შემთხვევიდან 6 შემთხვევა აჭარაში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დაფიქსირდა, 1 შსს-ს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულ ერთეულში, 1 ბათუმის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში.

ასევე აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს. კორონავირუსის 2 შემთხვევა კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამოვლინდა, აქედან 1 ბათუმში, მეორე კი რუსთავში.

შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს კონტაქტი ჰქონდათ, დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, მათ PCR ტესტირება უკვე ჩაუტარდათ. შენობებს კი, სადაც ისინი იმყოფებოდნენ ჩაუტარდა დეზინფექცია.

ინფიცირების ჯანრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.