ჩემი პრინციპული პოზიციის გამო ქართულმა ოცნებამ განმდევნა – ოქრიაშვილი

“ჩემი პრინციპული პოზიციის გამო ქართულმა ოცნებამ განმდევნა “- ამის შესახებ, პრტია “პროგრესი და თავისუფლების” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა.

“2020 წლის არჩევნებს რაც შეეხება, მე არ წავსულვარ ქართული ოცნებიდან. ჩემი პრინციპული პოზიციის გამო ქართულმა ოცნებამ განმდევნა. მე ვიქნები ოპოზიციაში. მე ისეთი ოპონირება შემიძლია, მართლა ღირებული ოპონენტი ვარ. ოცნებაშიც შიდა ოპონირების რეჟიმში ვიყავი. მე ყოველთვის განსხვავებული აზრის ადამიანი ვიყავი, ნაციონალური მოძრაობის დროსაც და ქართული ოცნების დროსაც. თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, ეგ მათი პრობლემაა”, – განაცხადა ოქრიაშვილმა TV პირველზე.