ჩვენი პრემიერობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება – ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მათი პრემიერობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.

“ჩვენ თუ ღონივრად გავალთ პარლამენტში და ჩვენ ამისთვის ვიბრძვით, ჩვენი პრემიერობის კანდიდატი იქნება ლევან იოსელიანი”, — განაცხადა ელისაშვილმა ტვ პირველის ეთერში.

პრემიერობის კანდიდატი დაასახელა ქართულმა ოცნებამაც. მმართველი პარტიის პრემიერი, ოცნების გამარჯვების შემთხვევაში, კვლავ გიორგი გახარია იქნება. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილია, ხოლო სტრატეგია აღმაშენებლის – გიორგი ვაშაძე.