ჩვენი პროცენტული მაჩვენებელი 51-ია, ყველა ქალაქსა და რაიონს ვიგებთ – კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1 600-ზე მეტი ოქმის მონაცემებით, პარტიას 51% აქვს და ყველა ქალაქსა და რაიონს იგებს.

“ჩვენთან 1 600-ზე მეტი ოქმის მონაცემებია შემოსული და ამ მონაცემების თანამხად, ამ ეტაპზეე ჩვენი პროცენტული მაჩვენებელია 51%. აქვე მინდა ვთქვა, რომ ქართულმა ოცნებამ მოიგო ყველა ქალაქი და ყველა რაიონი, ეს არის მყარი მონაცემები, რომელიც წინასწარია, მარგამ თამამად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ყველა ქალაქი და რაიონი მოგებული აქვს ქართულ ოცნებას”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცესკომ უბნების 31.69% დათვალა. ამ ეტაპზე ხმები ასე ნაწილდება: ოცნება 53.1%, ენმ 23.95%, ევროპული საქართველო 3.95%. ყველა პარტიის შედეგი შეგიძლია იხილოთ ცესკოს ვებგვერდზე.