ჩვენს გვერდით აღარ არის კაცი, რომელმაც უკვდავი სასცენო სახეები შექმნა – კალაძე თემურ წიკლაურის ოჯახს უსამძიმრებს

“ჩვენს გვერდით აღარ არის კაცი, რომელმაც უკვდავი სასცენო სახეები შექმნა “- თბილისის მერი კახა კალაძე თემურ წიკლაურის ოჯახს უსამძიმრებს.

“ჩვენ გვერდით აღარ არის ყველასთვის საყვარელი მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, საპატიო თბილისელი თემურ წიკლაური. კაცი, რომელმაც უკვდავი სასცენო სახეები შექმნა და თავისი შემოქმედება ყველა თაობის ადამიანს დაამახსოვრა. ვწუხვარ და ვიზიარებ მისი ოჯახისა და მეგობრების დიდ დანაკარგს.”- წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს 1 თებერვალს,ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური გარდაიცვალა.

თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ ის თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თემურ წიკლაური 75 წლის იყო.