ჩვენს დროს აღორძინდა და გაძლიერდა რწმენა და ტრადიციული ფასეულობები – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენს დროს მოხდა აღორძინება და მკვეთრი გაძლიერება საქართველოში რწმენის, ქართველური ტრადიციული ფასეულობების. აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“ქართველმა ხალხმა იცის, ჩემს დროს ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ, თქვენს დროს შემცირდა. ქართველმა ხალხმა იცის, რომ ჩვენს დროს იყო სწრაფი პროგრესი, მათ შორის საქართველოს პოზიციების დამკვიდრებისთვის მთელ მსოფლიოში, და თქვენს დროს საქართველო პრაქტიკულად გაქრა რუკიდან.

ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ჩვენს დროს მოხდა აღორძინება და მკვეთრი გაძლიერება საქართველოში რწმენის, ქართველური ტრადიციული ფასეულობების. ჩვენს დროს აღდგა ბაგრატი და ასობით სხვა ძეგლი და თქვენ აგერ გაანადგურეთ გელათი. ქართველმა ხალხმა იცის განსხვავება და რაც მეტად შეახსენებთ, მით უკეთესი”, – აცხადეს მიხეილ სააკაშვილი.