ჩვენს 4 თანამშრომელს მარნეულში თავს დაესხნენ – ჟურნალისტს თავი გაუტეხეს – მთავარი არხი

“მთავარი არხის” ინფირმაციით, მათ გადამღებ ჯგუფებს მარნეულში თავს დაესხნენ. არხის 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო დახმარებაც.

ტელევიზიის ინფორმაციით, ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი , დაზიანებულია არხის აპარატურა, მათ წაართვეს მიკროფონები.

ცნობისთვის, დღეს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.