“ჩვენ რომ მყისიერად მთელი საქართველო დავტესტოთ, ალბათ სულ მცირე ნახევარ მილიონამდე ,,ინფიცირებული,, აღმოჩნდება“–ქართველი ექიმი გერმანიიდან

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი თვლის, რომ კორონავირუსის სტატისტიკით მანიპულირებას არადემოკრატიული რეჟიმები პოლიტიკური მანიპულირებისთვის იყენებენ. მას რუსეთის მაგალითი მოჰყავს და თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ტესტირების, ინფიცირების და სიკვდილიანობის სტატისტიკას საკუთარი რეიტინგისთვის გამოიყენებს. იაგო ფრანგიშვილი საქართველოს სტატისტიკაზეც სუბრობს:

“საინტერესოა რომ აი ამ წუთას არტე ინფო, ევროპის სატელევიზიო სააგენტო განსაკუთრებულად ღიად შიფრავს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო ფეიკ, სიცრუის სისტემას დასავლეთის წინააღმდეგ.

,,გერმანიას არ ყავს საკმარისი ექიმები,,
,,დასავლეთს უკვე არააქვს დემოკრატია,,
,,ევროგაერთიანება უკვე იშლება,,
,,დასავლეთმა დაკარგა ადამიანურობა,,

აი ესაა რუსული ოფიციალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების რიტორიკა და ამას ამხელს ევროპის ცენტრალური და ერთობლივი მედიაცენტრი და ტელევიზია სახელად ,,არტე,,
განსაკუთრებით კი ყურადღება ეთმობა იმას, რომ ამ ,,მსოფლიო არეულობის,, ფონზე პუტინს სურს ერთადერთ ძლიერ ხელმძღვანელად წარმოჩენა.

ახლა გასაგებია, თუ რატომ დაიწყო რუსეთმა ასე დაგვიანებით, თითქმის და ჩავლილი ეპიდემიის დროს მასობრივი ტესტების ჩატარება.

მიზანია შემდეგი:

რაც მასიურად ატარებ ახლა ტესტირებას, მით უფრო მეტ ,,ინფიცირებულს,, აღმოაჩენ.
თუკი მარტში ტესტირებათა საინფექციო კოეფიციენტი დაახლოებით 15 დან 20% იყო, მხოლოდ დიდ ქალაქებში, ეპიდემიის ცენტრებში აღწევდა რამდენიმე გამონაკლისი დღე 50%, ახლა სულ სხვა სიტუაციაა.

არამარტო ის ადამიანები, რომლებიც მართლაც ინფიცირებულია, არიან დადებითი, არამედ, აი ისინიც, ვინც უკვე გაიარა და ვირუსს მხოლოდ ლაბორატორიულად ადგენ, გამრავლების უუნარო ვირუსს. ან ის ხალხიც ცხადდება დადებითად, რომელთაც იმუნიტეტი აქვთ.

და უმთავრესი, ეპიდემიის ამ პიკის იქეთა ფაზაში ძალიან ბევრია უსიმპტომო, რომელიც გაგიზრდის ინფიცირებულთა სტატისტიკას ისე, რომ სიკვდილიანობის სტატისტიკა არ დაამძიმოს.
არაა გამორიცხული, რომ სადღაც 2 ან 3 კვირაში რუსეთმა მილიონი იფიცირებული და მაქსიმუმ 5 ათასი გარდაცვლილი დააფიქსიროს, რაც აბსოლუტური იშვიათობა იქნება.

პუტინს გამოაცხადებენ კორანას დამამარცხებელ წმინდანად.

რუსული მკურნალობის მეთოდებს, როგორიცაა ოზონის თერაპია, თუ ტუბერკულოზის ვაქცინა ან სულაც თხევადი ჰელიუმი, გამოცხადდება უძლიერეს იარაღად კორონას წინააღმდეგ და ფეიკ ნიუსი, ადამიანების მანიპულირება აი მერე იკითხეთ.

ნუ დაავიწყდება ნურც პოლტიკოსს, ნურც მედიის წარმომადგენელს და ნურც უბრალო მოქალაქეს.
ინფექციის სატატისტიკით უსაშინლესი მანიპულაცია შეიძლება.

ჩვენ რომ ამ წუთას, მყისიერად მთელი საქართველო დავტესტოთ, ალბათ სულ მცირე ნახევარ მილიონამდე ,,ინფიცირებული,, აღმოჩნდება და გარდაცვლილთა ოფიციალური რიცხვი კი, ამ მყისიერად შემოწმების პირობებში ისევ და ისევ 9 დარჩება.

გთხოვთ ყველას, რომ ეს გაითვალისწინოთ და ნუ დასდევთ ეშმაკების მსგავსად უსიმპტომო ადამიანებს.

მინიმალური ჰიგიენა ყველას ესაჭიროება, კიდევ მინიმუმ 2 კვირა მაინც. ამ პერიოდში ისე უნდა მოვიქცეთ, თითქოსდა ყველა ადამიანი არის უსიმპტომო და არასახიფათოდ კორონა ვირუსის მატარებელი.

თუკი ასე მოვიქცევით, დაკარგავს აზრს ამ სტატისტიკით მანიპულაცია და პოლიტიკის მიერ ვირუსის საკუთარი მიზნებისათვის გამოყენება.“– წერს იაგო ფრანგიშვილი