“ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში”, ნამდვილად იყო მოწოდება – ნიკა მელია 20 ივნისზე

” ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში”, ნამდვილად იყო მოწოდება”- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ “ღამის კურიერში” განაცხადა.

“მე ვთქვი პარლამენტის ეზოში და არა პარლამენტში და კი, ეს ნამდვილად იყო მოწოდება. ეს განცხადება აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო და გეტყვით რატომ… ბაქოში მყოფმა კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ ის არსად წასვლას არ აპირებდა და ამიტომ, ეს განცხადება გაკეთდა ისე, როგორც უნდა გაკეთებულიყო.

20 ივნისის მოვლენებზე ჩემს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან გავრილოვის ღამე გრძელდება და ამ ღამის ერთ-ერთი შემოქმედი ისევ არის პარლამენტის წევრი. ეს არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატი ჩაჯდა იმ სავარძელში და სხდომა წაიყვანა რუსულად,”-აღნიშნა ნიკა მელიამ.