ჩვეულებრივ ხალხს უზარმაზარი ხარჯები გვიჩნდება, დაყარეთ მარილი! – ელისაშვილი მერიას

მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერიას ქუჩებზე ტექნიკური მარილის დროულად დაყრისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, “ჩვეულებრივ ხალხს” უზარმაზარი ხარჯები უჩნდება მერიის “უნიათობის გამო”

“დღეს თბილისის მერიას შუადღიდან რომ დაგეყარათ ტექნიკური მარილი თბილისის ქუჩებზე წელი გეტკინებოდათ? კორონას დროს ქუჩებს მრისხანედ რომ რეცხავდით მედიის დასანახად და სიაბანდი პიარისთვის გვახსოვს, მაგრამ ეხლა ათობით მანქანა ილეწება და იმტვრევა დათოვლილ და მოყინულ ქუჩებზე. ზამთრის საბურავების ფული მარტო თქვენ გაქვთ, მანდ ქართულ ოცნებაში მოკალათებულებს და ჩვეულებრივ ხალხს ისევ უზარმაზარი ხარჯები და პრობლემები გვიჩნდება თქვენი უნიათობის გამო. დაყარეთ ეს ოხერი ტექნიკური მარილი დროულად!”,– წერს ელისაშვილი Facebook–ზე.