ცნობილი გახდა ხარკოვში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი, რომელსაც 22 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით უკრაინული მედია ხარკოვთან მომხდარი ავიაკატასტროფის შესაძლო მიზეზებზე წერს. წყაროს ინფორმაციით თვითმფრინავს ძრავი გაუჩერდა. პილოტმა კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე რაციით გადასცა ინფორმაცია თვითმფრინავში პრობლემების შესახებ.

ხარკოვთან უკრაინული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ პარასკევს საამოს გახდა ცნობილი. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ Ан-26–ის კატასტროფა დაადასტურა.

თვითმფრინავი სამხერდრო აეროპორტიდან ორ კილომეტრში ჩამოვარდა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა. თვითმფრინავში სამხედრო მფრინავები და ხარკოვის საჰაერო ძალების ნაციონალური უნივერსიტეტის კურსანტები იმყოფებოდნენ. ბოლო მონაცემებით დაიღუპა 22 ადამიანი.