უნდა გავაკეთო, მაპატიეთ გთხოვთ, იმედია, გადაიტანთ -თამარ ბაჩალიაშვილის ჩანაწერი, სადაც თვითმკვლელობაზე საუბრობს

ცუდად ვარ, მიჭირს, დავიღალე – “Primetime” იმ აუდიო-ჩანაწერს ავრცელებს, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობაა ასახული .

„მართლა ძალიან ცუდად ვარ. ისიც კი ვიცი თავი როგორ მოვიკლა, მაგრამ მშობლები მეცოდებიან და გია მეცოდება რომ მოვლენ ტყეში და მნახავენ.  ღმერთო ცხოვრება აღარ მინდა, აღარ შემიძლია.. ყოველდრე ყოველ წამს, მშობლებს რა ვუყო.. სიკვდილი შვება იქნებოდა, როგორ მინდა… უნდა გავაკეთო, მაპატიეთ გთხოვთ, იმედია, გადაიტანთ, ცუდია ძალიან ცუდია.. ”, – ამბობს ბაჩალიაშვილი აუდიო ჩანაწერში.

ეს ის ჩანაწერია, რომელიც დახურულ შეხვედრაზე პროკურატურამ ჟურნალისტებს მოასმენინა, თუმცა საჯარო სივრცეში მხოლოდ დღეს გამოჩნდა. გამოცემის მტკიცებით, ხმა თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის.

 

აუდიო-ჩანაწერი ერთ-ერთია იმ მტკიცებულებებიდან, რის საფუძველზეც პროკურატურა თვითმკვლელობის ვერსიას ამყარებს. ბაჩალიაშვილის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი კი ამბობს, რომ ჩანაწერი არგუმენტად ვერ გამოდგება.