ძალიანაც რომ მომინდეს რამეს გავეთიშო, მე ვერ გავეთიშები საქართველოს ისტორიას – მიხეილ სააკაშვილი

“ძალიანაც რომ მომინდეს რამეს გავეთიშო, მე ვერ გავეთიშები საქართველოს ისტორიას”- ეს განცხადება საქართველოს ექს პრეზიდენტმა და ახლა უკვე  უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ტვ “პირველის” ეთერში გააკეთა.

“ამ დღეებში ძალიან ბევრმა მსოფლიოს გაზეთმა, ყველაზე დიდმა გაზეთმა: ჰოლანდიურმა, გერმანულმა, ჰოლანდიურმა, იტალიურმა, არაბულმა, არ ვიცი რა ჩამოვთვალო, დაწერა სტატია. ძალიან ბევრ მათგანში ჟღერდა ერთი და იგივე ფრაზა: სააკაშვილი არის ისტორიული მასშტაბის, ე.ი. იმაზე დიდი ვიდრე მისი ცხოვრება და ისტორია. მე ჩემს თავს ხშირად ვუყურებ და არ მინდა ვიტრაბახო, მაგრამ როდესაც ასეთი შეფასებაა, ე.ი. შენ ხარ შენი ქვეყნის ისტორიის ნაწილი და ისტორიიდან ამოშლა არცერთ ტოტალიტარულ რეჟიმს არ გამოსვლია და მითუმეტეს ტოტალიტარობაზე პაროდიის მქონე რეჟიმებს ეს არ გამოუვათ”, — განაცხადა სააკაშვილმა .