წადი სახლში რა, დაგვანებე თავი, აღარ შეგვიძლია შენი მოსმენა – ვაშაძე კობახიძეს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ოცნების გენერალურ მდივანს, ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, სახლში წავიდეს.

“სად გაგიგიათ ოპოზიციის მიერ გაყალბებული არჩევნები. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? ამოწურეს თავისი თავი [ქართულმა ოცნებამ]. ირაკლი კობახიძე – წადი სახლში რა, დაგვანებე თავი, აღარ შეგვიძლია შენი მოსმენა.

ეს უნდა დასრულდეს, სისულელეების როშვა. პრესკონფერენცია იმისთვის ხო არ უნდა ჩაატარო, რომ რაღაც მოროშო. საღამოს სხედან და ფიქრობენ, რა მოვიგონო, რომ ხვალ ვთქვა…” – ამბობს გიორგი ვაშაძე.

დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და 18 დარღვევაზე ისაუბრა, რომელსაც, მისი მტკიცებით, “დესტრუქციული ოპოზიცია” არჩევნების დღს გეგმავს.

მან ასევე აღიარა, რომ ტვ პირველის ჟურნალისტს ფარულად უსმენენ.