წალენჯიხაში სქურის მთაზე ხანძარია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სქურის მთაზე ხანძარია. ხანძრის ამსახველ ფოტოს ცირა გვასალია ავრცელებს.

“ჩემი სოფლის მორდაპირედ – ყოფილი კურორტი სქურის მთაზე, კარიერის ზემოთ, ხანძარია. არ ვიცი, რა სახეობის ხეები ხარობს იქ, მაგრამ შორიდან ჩანს, რომ სწრაფად ედება და იწვის. აქ მშრალი ამინდები იყო ბოლო პერიოდში. ამას ემატება მსუბუქი ნიავიც და იმედი მაქვს, არ მოედება ძალიან

6:10-ზე დავრეკე 112-ში და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მითხრეს, რომ ჰყავთ 8-ტონიანი რეზერვუარიანი მანქანა. ვერტმფრენი – არა. იმედი მაქვს, დროზე მოვლენ”,- წერს ცირა გვასალია ფეისბუქზე.