წულუკიანი გახარიას გუნდზე: მიხვდნენ, რომ გრიგოლიას ირმა კი არა, ინგა ჰქვია

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გახარიას გუნდზე ამბობს, რომ ისინი ყველაზე მთავარს მიხვდნენ, რომ ინგა გრიგოლიას ინგა ჰქვია და არა ირმა.

“მე ვუსმინე მათ და კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ისინი მიხვდნენ ყველაზე მთავარს რაც კი არის დღეს იმისთვის, რომ პოლიტიკაში კარგი სტარტი გქონდეს, იმას, რომ, მაგალითად, გრიგოლიას ირმა კი არა, ინგა ჰქვია”,- ამბობს წულუკიანი.

ცნობისთვის, ქართული ოცნება გახარიას 6-მა თანაგუნდელმა დატოვა და მათ ოპოზიციურ მედიასთან კომუნიკაცია დაიწყეს.