ხატია დეკანოიძის სააგიტაციო ავტობუსს საქარე მინა დაუმტვრიეს

გუშინ ღამით, კომენდანტის საათის დროს, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის საგიტაციო ავტობუსი დააზიანეს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ავტობუსს ქვები კახი კახიშვილის აქტივისტებმა დაუშინეს, რადგან მათ აქვთ გადაადგილების საშვებიც. ჩამსხვრეულია ავტობუსს საქარე მინა.

ინციდენტი ვაზისუბნის დასახლებაში, ავტობუსის მძღოლის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.