ხელისუფლებამ თავზე დაგვახია ბიულეტენები და ახლა, ვინ ლაპარაკობს წითელ ხაზებზე? – ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული წინადადებები კომპრომისულია.როგორც ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ოპოზიციაში ყველა თანხმდება იმაზე, რომ ამ პარლამენტში შესვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ხელახალი არჩევნებია დასანიშნი.

„ჩვენ არანაირი წითელი ხაზი არ გადაგვილახია, ვიბრძოდით ყველანაირი პოლიტიკური მეთოდებით. წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დროს, ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ ნორმალური საარჩევნო კამპანია ჩაგვეტარებინა, მაგრამ ხელისუფლებამ გადალახა წითელი ხაზები, დაგვახია თავზე ბიულეტენები და ახლა, ვინ ლაპარაკობს წითელ ხაზებზე? გამყალბებელი და თაღლითი ხელისუფლება, თაღლითი ივანიშვილის ხელმძღვანელობით. წინასწარ განსაზღვრული და დაწერილი ჰქონდა, ვის რამდენი პროცენტი უნდა მიეღო და დაწერილი ჰქონდა ბრძანება ვინ უნდა გასულიყო პარლამენტში და ვინ -არა.

ჩვენი, ოპოზიციის ძალა არის იმაში, რომ მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებისა ცალკეულ საკითხებთან დაკავშiრებით, ყველა ვთანხმდებით, რომ ამ პარლამენტში შესვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ხელახალი არჩევნებია დასანიშნი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.