შაბათი, 20 აპრილი , 2024, 16:55

“ხვალ ერთი სიტყვის თქმას არ ვაპირებ, შარშან ორი ვთქვი და 5 წელი მომისაჯეს “- ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციაზე

“ხვალ ერთი სიტყვის თქმას არ ვაპირებ, შარშან ორი ვთქვი და ხუთი წელი მომისაჯეს ” – ამის შესახებ პარტია “გამარჯვებული საქართველოს’’ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ხვალ რუსთაველზე ერთი სიტყვის თქმას არ ვაპირებ. შარშან ორი სიტყვა ვთქვი და ხუთი წელი მომისაჯეს, წელს რითი ვარ დაზღვეული?”- წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

2019 წლის 20 ივნისს აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდა. ხალხმრავალი აქცია პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდა. ირაკლი კობახიძე მხოლოდ მომდევნო დღეს გადადგა, მანამდე სპეცრაზმმა აქციაზე შეკრებილები ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. მთავრობა ამტკიცებს, რომ შეკრებილები პარლამენტის შტურმით აღებას აპირებდნენ და მათ წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს.