ხვალ ვიმსჯელებთ თუ როგორ გავუმკლავდეთ საქართველოს მთავრობას – ევროპარლამენტარი ვიოლა ვონ კრამონი

“ხვალ გაიმრთება მოსმენა და დისკუსია საქართველოს შესახებ  ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში და  ვიმსჯელებთ თუ  როგორ გავუმკლავდეთ საქართველოს მთავრობას “- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მწვანეების ჯგუფიდან, ივანიშვილის ყოფილმა მხარდამჭერმა ვიოლა ვონ კრამონმა “დღის სტუმარის” ეთერში ისაუბრა. როგორც ვიოლა ვონ კრამონი აცხადებს, ევროპარლამენტში იმედი აქვთ, საქართველოს მთავრობა ხვდება, რა დევს სასწორის პინაზე.

“ვიმედოვნებ თქვენი ხელისუფლება ხვდება რა საკითხებია ახლა ზღურბლზე და იმედია სურვილი აქვთ თანმიმდევრობით მიყვნენ ევროინტეგრაციის გზას. სანქციებზე ახლა აუცილებელი არაა ლაპარაკი თუმცა ხვალ გაიმრთება მოსმენა და დისკუსია საქართველოს შესახებ  ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში. განხილვის მთავარი საკითხი იქნება, თუ  როგორ უნდა  მივუდგეთ და გავუმკლავდეთ საქართველოს მთავრობას თუ ისინი არ მისდევენ თავიანთ დანაპირებს და არ შეასრულებენ გაცემულ პირობებს.”- აცხადებს, ვიოლა ვონ კრამონი