ხობში, მდინარეში 58 წლის კაცის ცხედარი იპოვეს

ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში, მდინარე მუნჩიაში კაცი დაიხრჩო. დაღუპული 1962 წელს დაბადებული მურმან ბუკიაა.

ცხედარი მდინარე მუნჩიადან უკვე ამოიყვანეს. სავარაუდოდ, კაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. არაფხიზელმა კი მდინარის დინებას ვერ გაუმკლავდა და დაიხრჩო.

ამ დროისათვის ცხედარი ექსპერტიზაშია გადასვენებული.