ხობში წყლით სავსე რეზერვუარში 2 წლის ბავშვი დაიხრჩო

ხობში ორი წლის ბავშვი დიდ, წყლით სავსე ავზში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ბავშვი დიდი ზომის, წყლით სავსე ავზში ჩავარდა.

ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა კლინიკაში შეყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო. სხვა დეტალები მომხდარის შესახებ უცნობია.