ხულოში ტრაქტორი ხევში გადავარდა, გარდაიცვალა მძღოლი

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაქტორის მძღოლი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტექნიკა ხულოს ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებოდა, როდესაც ხევში გადავარდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე მისვლისას მძღოლი დაღუპული დახვდა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.