ხუხაშვილი: თანაგუნდელები გახარიას მისივე ბარით ენერგიულად მარხავენ

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, ოპონენტების პოზიციები გახარიას სასარგებლოდ მუშაობს, თუმცა მას თანაგუნდელები თავისივე ბარით “მარხავენ”

“ქართული უკუღმა პოლიტიკა:

როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური ოპონენტების პოზიციები მუშაობს გახარიას სასარგებლოდ.

მაგრამ ეს ვერ შველის იმას, რომ მისი თანაგუნდელები, მისივე ბარით ენერგიულად მარხავენ მასვე…”,- წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გახარიას გუნდმა ქართული ოცნება დატოვა.