ჯანდაცვის სამინისტრომ 100 ათასი დოზა ჩინური ვაქცინა “სინოფარმი” შეუკვეთა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინური ვაქცინა “სინოფარმის” 100 ათასი დოზა შეუკვეთეს.

“ჩინური ვაქცინაც, როგორც ვიცით, უკვე არის იმ ვაქცინების რიგში, რომელიც უახლოეს მომავალში მიიღებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციას. წინასწარი მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე კოვაქს პლატფორმასთან.

ჩინურ ვაქცინას მიღებული აქვს ერთ–ერთი მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზაცია რაც გვაძლევს იმის საშულებას, რომ ინტენსიურად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები. პირველი ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს მცირე დოზა შეკვეთილი პირდაპირ მომწოდებელთან, სინოფარმთან – ეს არის 100 ათასი დოზა”,– თქვა ტიკარაძემ ბრიფინგზე.