ჯორჯიის შტატში არჩევნებზე საუბრისას ABC NEWS-მა შეცდომით თბილისის კადრები აჩვენა

ამერიკულმა ტელევიზიამ, ABC News-მა აშშ-ს ჯორჯიის შტატში საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლაზე საუბრისას შეცდომით თბილისის საარჩევნო უბნის კადრები აჩვენა, რომელზეც 55-ე სკოლის რიგი ჩანს.

ამ დროისთვის აშშ-ს რამდენიმე შტატში, მათ შორის ჯორჯიაში ხმებს კვლავ ითვლიან.

აქამდე დათვლილი შტატების შედეგებით, ტრამპს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჯო ბაიდენი უგებს. .