1 საათიც არ მაქვს მოსამზადებლად აღკვეთის ღონისძიებისთვის – მელაშვილის ადვოკატი

ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ დაცვის მხარეს მოსამზადებლად საკმარისი დრო არ მისცეს.

“ივერი მელაშვილის საქმეზე, 1:30 სთ-ის წინ გამოვედი პროკურატურიდან, მასალები გადმომცეს. მოვედი ოფისში და დავიწყე საქმის მასალების გაცნობა და ახლა ვიგებ, რომ 7 საათზე აღკვეთის ღონისძიების სხდომა ჩატარდება. ამ დროში მოსამართლე 7 ტომ საქმეს გაეცნობა, პროკურატურა რამდენიმე თვე მუშაობდა ამ საქმეზე და ემზადებოდა და დაცვის მხარეს 1 საათიც არ მაქვს მოსამზადებლად აღკვეთის ღონისძიებისთვის”, – წერს ადვოკატი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.