100-ზე მეტი ოფიცერი რეგიონებში საგანგებო დავალებით არის მივლენილი – სუს-ისა და შსს-ს წინასაარჩევნო გეგმა

100-ზე მეტი ოფიცერი რეგიონებში საგანგებო დავალებით არის მივლენილი. ხელმძღვანელობისგან მათ მიღებული აქვთ დირექტივები, რომ “ოცნებისთვის” უზრუნველყონ ხმების მობილიზება კონკრეტულ უბნებში, საჭიროების შემთხვევაში ზეწოლის და მუქარის გამოყენებით. ტელეკომპანია “მთავარმა” გამოააშკარავა სქემა, რომლითაც ხელისუფლების  პოლიტიზებული ძალოვანი უწყებები არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. ასზე მეტი ოფიცერი რეგიონებში საგანგებო დავალებით არის მივლენილი.

“მთავარმა” ასევე მოიპოვა პოლიტიკური სპეცოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტებიც.

  • გიორგი რევაზიშვილი – შსს ცკპდ-ს განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი დეტექტივი;
  • ვანო ფიროსმანაშვილი – შსს იმერეთის წყალტუბოს სამმართველოს უფროსი;
  • ირაკლი აღნიაშვილი – შსს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დეტექტივი;
  • კარლო სიდამონიძე – შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი;
  • კახი კახეთელიძე – შსს გენინსოპექციის გამომძიებელი;
  • ლევან შაშიაშვილი – შსს თბილისის დეპარტამენტი.

“მთავარი არხი” დაუკავშირდა რამდენიმე პოლიციის თანამშრომელს, მათ შორის იყო გიორგი ლილუაშივლი, რომელიც არის კრიმინალური დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი და ამ სიის მიხედვით მივლენილია თელავის რაიონის სოფელ ბუშეთში.

ლილუაშვილი სატელეფონო ინტერვიუში ადასტურებს, რომ უკვე ერთი კვირაა რაც სოფელ ბუშეტში იმყოფება და ხელისუფლების დავალებას ასრულებს.