1:2 – საქართველოს ნაკრები სომხეთის ნაკრებთანაც დამარცხდა

1:2 – საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები C დივიზიონის მორიგ შეხვედრაში სომხეთის ნაკრებთან დამარცხდა.

დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს გუნდს, დისკვალიფიკაციის გამო, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია ჰყავდა.

მატჩი დინამო არენაზე მაყურებლის გარეშე ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს დინამოზე საქართველოსა და მაკედონიას შორის ისტორიული მატჩი საქართველოს წაგებით დასრულდა. ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგა.