18 ნოემბერს, მაიკ პომპეოს ვიზიტისას ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს

18 ნოემბერს, დილის 11:00 საათზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს.

ევროპული საქართველის ერთ-ერთუ ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, აქციით პომპეოს ხმას მიაწვდნენ და ეტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა.

“18-ში, ოთხშაბათს, დილის 11:00 საათზე ოპერიდან რესპუბლიკის მოედნის, რუსთაველის მეტროს, ფილარმონიისა და მელიქიშვილის მიმართულებით იქნება მდუმარე პროტესტი 2-მეტრიანი დისტანციით. ყოველ ადამიანს, ვინც მოვა ამ პროტესტისთვის, მიეცემა სტიკერი, რომელსაც ეწერება გაყალბებულია, დააფენს, დადგება, დაიჭერს პლაკატს. იქნება საქართველოსა და ამერიკის დროშები. ასევე რესპუბლიკის მოედანზე იქნება დიდი ბანერები, რომელზეც იქნება საქართველოსა და ამერიკის დროშები და შუაში იქნება წარწერები, რომ არჩევნები გაყალბებულია და მიმდინარებს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ”, – განაცხადა უგულავამ.

პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ესტუმრება.