ზუსტად 2 საათში ბათუმში ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ რუსული ოცნება – ლევან ვარშალომიძე

აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ 2 საათში საქართველოში ჩამოდის. მისი თქმით, ქართველებთან ერთად მოიშორებს “რუსულ ოცნებას” და გადალახავს “ისტორიულ გაუგებრობას”.

„თუ ვინმეს ეგონა უკრაინაში მაღალი პოზიციის გამო, საქართველოს ბედზე ხელს ჩავიქნევდი და ამ საბედისწერო მომენტში პირად კომფორტს ვამჯობინებდი, ძალიან შეცდით. მე ახლა ვარ ტრაპზონში და ზუსტად ორ საათში ჩემს საყვარელ ბათუმში თქვენთან ერთად ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ თავს მოხვეული რუსული ოცნება. შევწყვიტოთ ეკონომიკის უკუსვლა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა. ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ ისტორიულ გაუგებრობას და ჯერ არარსებული ტემპით, განვავითარებთ ჩვენს ულამაზეს საქართველოს. აბა დროებით, შეხვედრამდე. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”, – აცხადებს ლევან ვარშალომიძე.

შეგახსენებთ, ლევან ვარშალომიძე უკრაინაში ერთიანი საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელად დაინიშნა.